კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ  შეიცვალა მხოლოდ ერთი შედეგი (ამ მოსწავლის ქულა გახდა 33.7).

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე

2022 წლის მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 128  საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, მათ შორის 3  მოსწავლე, რომელმაც გაიმეორა 125-ე მოსწავლის შედეგი. 

2022 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 37.0  ქულა და მეტი. 


მისაღები გამოცდით სკოლაში ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე


შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე 

 

კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში  1 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). 

  

შეგახსენებთ, რომ  შენდება კომაროვის სკოლის მეორე კორპუსი (ე..წ. ფილიალი დიდ დიღომში), რომელშიც ისწავლიან 2022-23 სასწავლო წლიდან მე-7 და 2023-24 სასწავლო წლიდან მე-7  და მე-8 კლასელები. სავარაუდოდ, 2022-23 სასწავლო წლის მეორე სემსტრისთვის ფილიალის შენობა და ინფრასტრუქტურა იქნება მზად.  ამ შემთხვევაში, შესაძლებელია,  სკოლის მე-7 კლასელებმა მეორე სემესტრიდან სწავლა გააგრძელონ  დიდი დიღმის კორპუსში. მშობელმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს, რომ გაეცნო ამ ინფორმაციას და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს და არც ექნება.

  

განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ